← უკან დაბრუნება

რიგით VI წინანდლის პრემიის ლაურეატები (2016 წელი)

ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერება - ლევან ტიელიძე
ლევან ტიელიძე
თეატრალური ხელოვნება - გიორგი ჩაჩანიძე
კინოხელოვნება - დეა კულუმბეგაშვილი
მუსიკა - ლიზი რამიშვილი
მხატვრული ლიტერატურა (პოეზია) - გიორგი არაბული
მხატვრული ლიტერატურა (პროზა) - თამარ სუბელიანი
სახვითი ხელოვნება - თეზი გაბუნია
ჰუმანიტარული მეცნიერებები - გიორგი უგულავა

დებულება ახალგაზრდა მეცნიერთა და შემოქმედთათვის „წინანდლის პრემიის ” მინიჭების შესახებ

კონკურსის მიზანია ახალგაზრდა მეცნიერთა და შემოქმედთა პოპულარიზაცია, წახალისება და ხელშეწყობა;

I. ზოგადი დებულებები


1. დებულება განსაზღვრავს ახალგაზრდა მეცნიერთა და შემოქმედთათვის „წინანდლის პრემიის“ მინიჭების პირობებსა და წესს;
2. „წინანდლის პრემიას“ ახორციელებს საორგანიზაციო კომიტეტი;
3. წინანდლის პრემიის” ლაურეატების გამოვლენა ხდება 8 განსაზღვრული ნომინაციის მიხედვით;
4. დარგების მიხედვით შერჩეულ 3 ნომინანტს გადაეცემა სპეციალური სიგელი, ხოლო გამარჯვებული კანდიდატი ჯილდოვდება დიპლომით, პრიზითა და ფულადი პრემიით 5 000 ლარის ოდენობით;

II. კონკურსში მონაწილეობის წესები და პირობები

5. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18-30 წლის ახალგაზრდა მეცნიერებსა და შემოქმედებს;
6. საკონკურსო ნამუშევრის წარდგენა შეუძლია როგორც თავად ავტორს, ასევე კულტურულ–საგანმანათლებლო დაწესებულებებს, გამომცემლობებს, შემოქმედებით ორგანიზაციებსა და საინიციატივო ჯგუფებს, შესაბამისი სააპლიკაციო ფორმის მიხედვით (იხ.დანართი #1);
7. „წინანდლის პრემიაზე“ ახალგაზრდა მეცნიერთა და შემოქმედთა წარდგენა ხდება ბოლო 1 კალენდარული წლის განმავლობაში შექმნილი ან/და გამოქვეყნებული ნაშრომის/ნამუშევრის მიხედვით. ნომინირებამდე, წარდგენილი საკონკურსო ნამუშევარი/ნაშრომი, ცნობილი უნდა იყოს ფართო საზოგადოებისთვის;
8. საკონკურსო ნაშრომი/ნამუშევარი აპლიკაციის ფორმასთან და რეზიუმესთან (CV) ერთად, ცალკეული ნომინაციის მოთხოვნის შესაბამისად უნდა იქნას წარმოდგენილი:


9. „წინანდლის პრემიის“ ლაურეატის ნამუშევარი კონკურსში არ განიხილება;
10. „წინანდლის პრემიის“ ნომინანტებს ეძლევათ შესაძლებლობა განმეორებით მიიღონ მონაწილეობა კონკურსში;

III. „ წინანდლის პრემიის“ ნომინანტთა შემრჩევი კომისიებისა და ჟიურის შექმნისა და მუშაობის წესი

11. დარგობრივი კომისიებისა და ჟიურის შემადგენლობასა და რაოდენობას ამტკიცებს „წინანდლის პრემიის“ საორგანიზაციო კომიტეტი;
12. დარგობრივი კომისიებისა და ჟიურის რაოდენობა განისაზღვრება ნომინაციების რაოდენობიდან გამომდინარე;
13. „წინანდლის პრემიის“ ლაურეატის გამოვლენა ხდება ორ ეტაპად: 1) შემოსული კანდიდატურებიდან, საორგანიზაციო კომიტეტის მიერ დაკომპლექტებული დარგობრივი კომისია გამოავლენს სამ ნომინანტს და განსახილველად გადასცემს ჟიურის; 2) დასახელებული ნომინანტებიდან საორგანიზაციო კომიტეტის მიერ დამტკიცებული ჟიური შეარჩევს თითოეულ სფეროში ერთ გამარჯვებულს.

წინანდლის პრემიის მიღების მსურველებმა შევსებული აპლიკაცია გამოაგზავნეთ ელ-ფოსტაზე:

tsinandlispremia@yahoo.com