წინანდლის პრემია



"ზურაბ ჟვანიას ფონდი" აცხადებს რიგით მეშვიდე კონკურსს წინანდლის პრემიის მოსაპოვებლად!

გთხოვთ, საკონკურსო ნაშრომი/ნამუშევარი აპლიკაციის ფორმასთან და რეზიუმესთან (CV) ერთად, შემოიტანოთ ზურაბ ჟვანიას ფონდში, მისამართზე: თბილისი, შარტავას ქ. 18, I სართული, ბინა 25ა. ყოველდღე (შაბათ-კვირის გარდა): 12:00-19:00.

✔ განაცხადების მიღება იწარმოებს 2017 წლის 16 ოქტომბრიდან 17 ნოემბრამდე.

პრემია მიენიჭებათ 18-30 წლის ახალგაზრდებს, შემდეგ ნომინაციებში:

⦿ თეატრალური ხელოვნება
⦿ კინოხელოვნება
⦿ მხატვრული ლიტერატურა (პროზა)
⦿ მხატვრული ლიტერატურა (პოეზია)
⦿ მუსიკა
⦿ ჰუმანიტარული მეცნიერებები
⦿ სახვითი ხელოვნება
⦿ საბუნებისმეტყველო მეცნიერებები

წინანდლის პრემიის ლაურეატები დაჯილდოვდებიან დიპლომით, პრიზითა და 5 000-ლარიანი ფულადი პრემიით.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ გაეცნოთ კონკურსის დებულებას მოცემულ ბმულზე: http://zurabzhvania.ge/tsinandlispremia ან დაგვიკავშირდეთ: tsinandlispremia@yahoo.com (+995 32) 2 30 74 96