არასამეწარმეო იურიდიული პირი „ზურაბ ჟვანიას ფონდი“ დაფუძნდა ოჯახის წევრების და მეგობრების ინიციატივით 2012 წლის დეკემბერში, ხოლო აქტიურად ფუნქციონირებს 2014 წლიდან.

ფონდმა მიზნად დაისახა ზურაბ ჟვანიას მოღვაწეობის მთავარი მიზნების განხორციელების ხელშეწყობა. კერძოდ, დემოკრატიული საზოგადოების განვითარებისა და ქვეყანაში საგანმანათლებლო, კულტურული და სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობა, ახალგაზრდობის ამ პროცესებში აქტიური ჩართვით და მხარდაჭერით, მათ შორის პრემიებისა და სტიპენდიების დაარსება - გაცემის საშუალებით.

აგრეთვე, ფონდის საქმიანობა მიმართულია ზურაბ ჟვანიას ინტელექტუალური და მატერიალური მემკვიდრეობის პატრონობასა და მოვლაზე. მიზნად ისახავს ზურაბ ჟვანიას ნაშრომების გამოცემას და პოპულარიზაციას და ამ გზით მისი პიროვნებისა და ღვაწლის მომავალი თაობებისათვის გაცნობას.

zurab zhvanias fondi

ზურაბ ჟვანია დაიბადა 9 დეკემბერს, 1963 წელს თბილისში.

1985 წელს უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდების ჯგუფთან ერთად, ცნობილი მეცნიერების მხარდაჭერით, ჩამოაყალიბა ეკოლოგიური ასოციაცია, რომლის ბაზაზეც შეიქმნა „საქართველოს მწვანეები“ (1988 წელი), „საქართველოს მწვანეთა“ ხელმძღვანელად აირჩიეს ზურაბ ჟვანია.

1992 წელს გახდა ევროპელ „მწვანეთა“ პირველი თანათავმჯდომარე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან.

1993 წელს აირჩიეს საქართველოს მოქალაქეთა კავშირის გენერალურ მდივნად და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ - 1995 წელს და 1999 წელს.

ზურაბ ჟვანია თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველოს პარლამენტმა პოსტ-საბჭურ სივრცეში პირველმა შექმნა სრულიად ახალი საკანონმდებლო სისტემა, დაფუძნებული დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა დაცვის და საბაზო ეკონომიკის პრინციპებზე, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოს ინტეგრაციას საერთაშორისო საზოგადოებაში. მას უდიდესი წვლილი მიუძღვის ჩვენს ქვეყანაში დამოუკიდებელი, ძლიერი და გავლენიანი სამოქალაქო საზოგადოების, თავისუფალი მას-მედიის ჩამოყალიბებაში.

აღმასრულებელ ხელისუფლებაში გამეფებული კორუფციისა და სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ განხორციელებული თავდასხმების გამო 2001 წლის ოქტომბერში გადადგა პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან.

2002 წლის ივლისში ზურაბ ჟვანიამ თანამოაზრეებთან ერთად ჩამოაყალიბა პარტია „გაერთიანებული დემოკრატები“,

2003 წლის ნოემბერში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, პარლამენტის მიერ დამტკიცებულ იქნა საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ხოლო 2004 წლის 17 თებერვალს პრემიერ-მინისტრის პოსტზე.

ზურაბ ჟვანია დაიღუპა 2005 წლის 3 თებერვალს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.