ააიპ „ზურაბ ჟვანიას ფონდი“ ზურაბ ჟვანიას სახელობის სასწავლო გრანტით აფინანსებს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატის პირველი–მეოთხე კურსის სწავლას იმ სტუდენდებისთვის, რომლებმაც მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი სრული (100%) ოდენობით, მაგრამ მათ მიერ არჩეული უმაღლეს სასწავლებელში სწავლის საფასური აღემატება სახელმწიფოს მიერ დადგენილ სასწავლო გრანტის სრულ ოდენობას და წარმოადგენენ სოციალურად დაუცველ პირებს (ოჯახის წევრს).

გრანტის მფლობელები

ზურაბ ჟვანიას სახელობის სასწავლო გრანტის გაცემის წესი და პირობები

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ზურაბ ჟვანიას სახელობის სასწავლო გრანტით „წარჩინებულთა ფინანსური დახმარება“ (შემდგომში–გრანტი) ფინანსდება აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (შემდგომში – დაწესებულება) ბაკალავრიატის პირველი–მეოთხე კურსის სწავლა, იმ სტუდენდებისთვის, რომლებმაც მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი სრული (100%) ოდენობით, მაგრამ მათ მიერ არჩეული უმაღლეს სასწავლებელში სწავლის საფასური აღემატება სახელმწიფოს მიერ დადგენილ სასწავლო გრანტის სრულ ოდენობას და წარმოადგენენ სოციალურად დაუცველ პირებს (ოჯახის წევრს).
3. ეს წესი ადგენს სტუდენტისათვის ზურაბ ჟვანიას სახელობის სასწავლო გრანტის გაცემის წესსა და პირობებს.

მუხლი 2. ზურაბ ჟვანიას სახელობის სასწავლო გრანტის გაცემის საფუძველი

1. გრანტის მიღების უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს ან რეზიდენტს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხა დაწესებულებაში.
2. გრანტით ფინანსდება: ა) ბაკალავრიატში სწავლა 4 წლის განმავლობაში;
3. დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლების მქონე პირი კარგავს გრანტის მიღების უფლებას, თუ დაწესებულება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მის მიმართ არ გამოსცემს ჩარიცხვის დამადასტურებელ დოკუმენტს.

მუხლი 3. გრანტის გაცემის წესი

1. გრანტი გაიცემა იმ სტუდენტზე:
ა) რომელმაც მიიღო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობა (100%).
ბ) რომელმაც მოიპოვა სახელმწიფო სასწავლო გრანტი სრული ოდენობით (100%) და მის მიერ შერჩეულ დაწესებულებაში არსებული სწავლის საფასურის სრულ ოდენობამდე შევსების მიზნით, საჭიროებს დამატებით ფინანსურ სახსრებს.
გ) წარმოადგენს სოციალურად დაუცველ პირს (ოჯახის წევრს), უპირატესობა მიენიჭება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სოციალურად დაუცველი პირის სტატუსის მქონე ოჯახის წევრს).
2. გრანტის გასაცემად აუცილებელია ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი პირობების არსებობა.

მუხლი 4. წარმოსადგენი დოკუმენტები

1. განცხადება, რომელშიც აღწერილ უნდა იქნას
ა) სტუდენტის სასწავლო დაწესებულება, ფაკულტეტი, ადგილი;
ბ) სწავლის სრული პერიოდი;
გ) ინფორმაცია სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის (100%) მიღების თაობაზე (ოდენობის ჩათვლით);
დ) ინფორმაცია მისი და მისი ოჯახის სოციალ–ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ;
ე) ინფორმაცია სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრულ ოდენობისა (100%) და მის მიერ არჩეულ დაწესებულებაში არსებული სწავლის საფასურის შესახებ;
ვ) თხოვნას, სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრულ ოდენობასა (100%) და მის მიერ არჩეულ დაწესებულებაში არსებულ სწავლის საფასურს შორის არსებული სხვაობის გრანტით დაფინანსების შესახებ;
ზ) დაფინანსების ვადას;
თ) ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია სტუდენტის შეხედულებისამებრ.
2. პირადობის მოწმობის ასლი;
3. დაწესებულებაში სტუდენტად ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი);
4. დაწესებულებაში სტუდენტის მიერ არჩეულ ფაკულტეტზე (საგნებზე) დადგენილი საფასურის დამადასტურებელი დოკუმენტი;
5. სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის (100%) მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი;
6. სოციალურად დაუცველი პირის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
7. სტუდენტის შეხედულებისამებრ წარმოდგენილი დამატებითი დოკუმენტი.

მუხლი 4 . გრანტის გაცემის დრო და დაწესებულების მიერ წარსადგენი ინფორმაცია

1. ფონდი კალენდარული წლის 25 ოქტომბრამდე იხილავს შემოსულ განცხადებებს და ღებულობს გადაწყვეტილებას გრანტის გაცემის თაობაზე, ხოლო 1 ნოემბრამდე (მეორე ტრანში 1 აპრილამდე) უზრუნველყოფს გრანტის გადარიცხვას დაწესებულებაში 2 თანაბარ ტრანშად.
2. დაწესებულებას გადაერიცხება იმ ოდენობის თანხა, რომელიც შეესაბამება სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრულ ოდენობასა (100%) და არჩეულ დაწესებულებაში სწავლის საფასურს შორის არსებული სხვაობა ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
3. ზურაბ ჟვანიას ფონდი გრანტის თანხის გადარიცხვას ახორციელებს შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით, პირველი ნოემბრისთვის და 1 აპრილისთვის.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით მოსარგებლე სტუდენტების რაოდენობაში არ შედიან ის პირები, რომელთაც შესაბამისი წლის პირველი ნოემბრის და პირველი აპრილისთვის შეჩერებული აქვთ სტუდენტის სტატუსი.
5. დაწესებულების მიერ რეესტრში სტუდენტის შესახებ ინფორმაციის შეუტანლობა არის დაწესებულებისათვის შესაბამისი სტუდენტის მიერ მოპოვებული გრანტის გადარიცხვის შეჩერების საფუძველი. (საჭიროებს დაწესებულებასთან შეთანხმებას)

მუხლი 5. გრანტის გადატანა

1. საქართველოში მობილობის განხორციელების შემთხვევაში სტუდენტს სახელმწიფო სასწავლო გრანტთან ერთად შეუძლია გრანტი გადაიტანოს შესაბამისი სასწავლო წლის პირველი ნოემბრიდან, ან პირველი აპრილიდან, ჩარიცხვის ბრძანების თარიღის შესაბამისად ამ წესით დადგენილი პირობების გათვალისწინებით, რისთვისაც უნდა მიმართოს ფონდს, წარუდგინოს ახალ დაწესებულებაში ჩარიცხვის ბრძანება, სახელმწიფო სასწავლო გრანტის გადატანის დამადასტურებელი დოკუმენტი, დაწესებულების რეკვიზიტები (მათ შორის საბანკო).
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სტუდენტს მიმღებ დაწესებულებაში სახელმწიფო სასწავლო გრანტთან ერთად გრანტი გადაყვება მის მიერ თავდაპირველად ჩარიცხვის დაწესებულებაში სწავლის დასაფინანსებლად მოპოვებული ოდენობით. თუ მიმღები დაწესებულების საგანმანათლებლო საფასური ნაკლებია სტუდენტის მიერ მოპოვებული გრანტის ოდენობაზე, გრანტის ოდენობა უტოლდება ამ საგანმანათლებლო პროგრამის საფასურს (მცირდება). ყოველი შემდგომი მობილობისას, სტუდენტს მიმღებ დაწესებულებაში გრანტი გადაყვება არსებული გრანტის ოდენობით სახელმწიფო სასწავლო გრანტთან ერთად.

მუხლი 6 . გრანტის გადატანის დაუშვებლობა

დაუშვებელია გრანტის გადატანა დაწესებულების არააკრედიტებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან/და პროგრამაზე.

მუხლი 7 . გრანტის შენარჩუნების წესი

1. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის ან შეჩერების შემთხვევაში, სტუდენტს მოპოვებული გრანტის მიღების უფლება უნარჩუნდება სტუდენტის სტატუსის შეწყვეტიდან/შეჩერებიდან მომდევნო ხუთი სასწავლო წლის ვადაში სწავლის განახლების შემთხვევაში, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა.
2. სტუდენტს, რომლისთვისაც სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველს წარმოადგენს უცხო ქვეყნის დაწესებულებაში ჩარიცხვა/სწავლა ან ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლის დროსაც შეუძლებელია სტუდენტის მიერ სწავლის გაგრძელება, მოპოვებულ სახელმწიფო სასწავლო გრანტთან ერთად გრანტის მიღების უფლება უნარჩუნდება შესაბამისი საფუძვლის არსებობის ვადით.
3. თუ გრანტის მფლობელ სტუდენტს შეუწყდა/შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი და შემდეგ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სწავლა განაგრძო იმავე ან სხვა დაწესებულებაში, სტუდენტი მის მიერ თავდაპირველად მოპოვებულ გრანტს გამოიყენებს ამ საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად. ამ შემთხვევაში სტუდენტის მიერ მოპოვებული გრანტის ოდენობა არ იზრდება და შეიძლება შემცირდეს ამ წესით დადგენილი პირობების გათვალისწინებით.
4. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის/შეჩერების და აღდგენის/განახლების შესახებ ინფორმაცია უნდა მიეწოდოს ზურაბ ჟვანიას ფონდს. (ამისთვის საჭირო იქნება წერილობითი შეთანხმება კონკრეტულ დაწესებულებასთან).

მუხლი 10. დაწესებულებისათვის გრანტის გადარიცხული თანხის შენარჩუნება

გრანტის მფლობელი სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის ან შეჩერების შემთხვევაში, დაწესებულებას უნარჩუნდება შესაბამისი სტუდენტის მიერ მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტთან ერთად გრანტის ოდენობა შემდეგი წესით:
ა) პირველ ნოემბრამდე, თუ პირს სტუდენტის სტატუსი შეუწყდა/შეუჩერდა პირველი აპრილის შემდგომ;
ბ) პირველ აპრილამდე, თუ პირს სტუდენტის სტატუსი შეუწყდა/შეუჩერდა პირველი ნოემბრის შემდგომ.

გრანტის მიმღების მსურველებმა საჭირო დოკუმენტები გამოაგზავნეთ PDF ფაილის სახით ელ-ფოსტაზე: zhvaniasfondi@gmail.com